კოლეჯის შესახებ
შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემია არის მრავალპროფილური საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მისიაა მსურველებს შესთავაზოს მრავალფეროვანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა განხორციელებაც უზრუნველყოფს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შესაძლებლობის განვითარებას, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება/გადამზადებას. საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში შესაბამისი დარგის წარმომადგენლებთან პარტნიორობით ხელი შეუწყობს კურსდამთავრებულთა დასაქმებას.
კოლეჯის ხედვაა 2030 წლისთვის გახდეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პროფესიული განათლების მიმწოდებელი წამყვანი ორგანიზაცია, რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურით, მაღალკვალიფიციური პროგრამის განმახორციელებელი პირების ჩართულობით, რეგიონის მუნიციპალიტეტთან, ბიზნეს-სექტორთან აქტიური თანამშრომლობით დაინტერესებულ პირებს მუდმივად შესთავაზებს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამის, პრიორიტეტულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს (მათ შორის მომზადება-გადამზადების პროგრამებსაც), რაც ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულთა წარმატებულ დასაქმებას და კარიერულ წინსვლას.
შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემია
პროგრამები (0)
როგორ ჩავაბარო?
მოქმედი პროგრამები და მიღების ვადები გადაამოწმე კოლეჯის ვებგვერდზე. პროფესიულ განათლებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიე ოფიციალურ პორტალს.
რეგისტრაციის პორტალი