კოლეჯის შესახებ
საერთაშორისო განათლების აკადემია ,,ბი დი სი“ 2006 წლიდან ფუნქციონირებს. თავდაპირველად, აკადემია მხოლოდ ტრენინგ-ცენტრს წარმოადგენდა, მოგვიანებით კი განათლების მსურველთა სიმრავლემ განაპირობა ახალი პროფესიული მიმართულებების ფორმირება და მოსწავლეთა და ზრდასრულთა მოკლევადიანი სასწავლო და სასერთიფიკატო კურსების დანერგვა, აკადემიის ბაზაზე.
„ბი დი სი“ უზრუნველყოფს სწავლა-გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სხვა საგანმანათლებლო პროგრამებს, ამასთანავე მიზნად ისახავს პროფესიული განათლების პრესტიჟის ზრდას და მაღალკვალიფიციური და პასუხისმგებლობის მქონე, პრაქტიკოსი პროფესიონალების აღზრდას, რაც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ღია საზოგადოების ფორმირებაში.
აკადემიას გააჩნია ტექნიკურად სრულყოფილი ბაზა, რომელიც აღჭურვილია პროფესიული პროგრამების განსახორციელებლად საჭირო ინვენტარით, რომლის საფუძველზეც აპლიკანტებს საშუალება ეძლევათ სრულფასოვნად გაიარონ სწავლების პრაქტიკული ნაწილი, ინდივიდუალური კონსულტაციებისა და ტრენინგების დახმარებით.
საერთაშორისო განათლების აკადემიაში დღესდღეობით ხორციელდება როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიანი სასერთიფიკატო და სადიპლომო პროგრამები და ლექცია-ტრენინგები, რომლებსაც წარმატებით უძღვებიან მაღალკვალიფიციური პედაგოგები.
,,ბი დი სი“ აკადემია ხელს უწყობს საკუთარი კურსდამთავრებულების საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწეობას. რაც გულისხმობს სტაჟირებებს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, ბრენდულ ორგანიზაციებში, სადაც სტაჟიორების დახელოვნებაზე ზრუნავენ მაღალკვალიფიციური კადრები.
ევროპის წამყვან ქვეყნებთან (იტალია, გერმანია, პოლონეთი) ხანგრძლივი თანამშრომლობის საფუძველზე კურსდამთავრებულებს საშუალება ეძლევათ აიმაღლონ კვალიფიკაცია, გაცვლითი, სასწავლო და სასერთიფიკატო პროგრამებით, ასევე სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამების კუთხით აკადემიას მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს ისრაელსა და კანადასთან.
,,ბი დი სი“ აკადემიის ბაზაზე ჩამოყალიბებულია კარიერის დაგეგმვის ცენტრი, რომელიც ზრუნავს აკადემიის წარმატებული კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობაზე.
აკადემია, თავდაუზოგავი შრომით, ინოვაციების ხელშეწყობითა და მაღალკვალიფიციურ პედაგოგებთან თანამშრომლობით, 15 წელია ერთგულებს სლოგანს – ,,შენი პროფესიული კარიერა იწყება აქ“ .
აკადემიის დამფუძნებელი და დირექტორი გახლავთ, მრავალი დამსახურების მქონე, საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების, განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სამართალმცოდნე და იურიდიულ მეცნიერებათა მაგისტრი – ნათია შათირიშვილი.
ა(ა)იპ საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისის
პროგრამები (0)
როგორ ჩავაბარო?
მოქმედი პროგრამები და მიღების ვადები გადაამოწმე კოლეჯის ვებგვერდზე. პროფესიულ განათლებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიე ოფიციალურ პორტალს.
რეგისტრაციის პორტალი