შინაარსზე გადასვლა
კოლეჯები საქართველოში
colleges.ge
კოლეჯები / ბათუმი
ბათუმის სამედიცინო აკადემია

ბათუმის სამედიცინო აკადემია

კერძო EQE-ის რეესტრში აჭარა

კოლეჯის შესახებ

ბათუმის სამედიცინო აკადემია ფუნქციონირებს 1992 წლიდან და ახორციელებს მრავალპროფილურ საგანმანათლებლო პროგრამებს. აკადემია ორიენტირებულია ჯანდაცვის მიმართულებით კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი, პროფესიული კადრების მომზადებაზე. არსებობის მანძილზე სასწავლებელი დაამთავრა ათასობით ახალგაზრდა სპეციალისტმა, რომლებიც პროფესიის მიხედვით დასაქმებულნი არიან რეგიონის წამყვან სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში, საქმიანობენ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. აკადემიას გააჩნია თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ინფრასტრუქტურა-მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, საკუთარი სტომატოლოგიური პოლიკლინიკა, ბიბლიოთეკა, კაბინეტ-ლაბორატორიები, მჭიდრო კავშირი აქვს დამსაქმებლებთან. აკადემიას ჰყავს რეგიონში წამყვანი პროფესიული მასწავლებლები. 2016 წლიდან დღემდე აქტიურად მონაწილეობს ტურიზმისა და სამედიცინო აღჭურვილობების საერთაშორისო გამოფენისა და მისი ეგიდით გამართულ კონფერენციებში.

ბათუმის სამედიცინო აკადემია მუდმივად არის სიახლეების ძიებაში და აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებებში. მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის პროცესში პროფესიული განათლების რეფორმის მხარდაჭერისათვის. 2015 წელს სამედიცინო აკადემიას გადაეცა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მადლობის ბარათი.

აკადემია არის საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის აქტიური წევრი. 2016 წელს სასწავლებელმა მიიღო უმაღლესი ორგანიზაციული შეფასება და მიენიჭა ხუთი ვარსკვლავი.

2024 წელს ბათუმის სამედიცინო აკადემიამ აშშ-ის საელჩოს ტექნიკური და პროფესიული განათლებისა და სწავლების (TVET) მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში მოიპოვა გრანტი „პროფესიული სტუდენტების დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობების ხელშეწყობა აჭარის რეგიონში პროფესიული კონსულტაციისა და კარიერული განვითარების სისტემის დანერგვით“.

შპს ბათუმის სამედიცინო აკადემია

პროგრამები (1)

ყველა პროგრამა

ნაჩვენებია მხოლოდ ოფიციალურ პროგრამასთან დადასტურებული შესაბამისობები. მიღების პირობები გადაამოწმე კოლეჯთან.

როგორ ჩავაბარო?

მოქმედი პროგრამები და მიღების ვადები გადაამოწმე კოლეჯის ვებგვერდზე. პროფესიულ განათლებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიე ოფიციალურ პორტალს.

რეგისტრაციის პორტალი