ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი
კოლეჯის შესახებ
1989 წელს დოკუმენტური და სამეცნიერო ფილმების ავტორ – ოპერატორის ზურაბ ოშხნელის ინიციატივით შექმნილმა საყმაწვილო-სატელევიზიო სტუდიამ (შემდგომში საყმაწვილო-სატელევიზიო რესპუბლიკური ცენტრი) სათავე დაუდო საქართველოში ფორმალურ პროფესიულ განათლებას ფოტოგრაფიაში, მედიასა და სატელევიზიო ხელოვნებაში.
1992 წელს, განათლების სამინისტროს ლიცენზიით ზურაბ ოშხნელმა კოლეგებთან ერთად დააფუძნა პირველი ტელეპროფილური სამწლიანი სკოლა არასრული ზოგადი განათლების მქონე მოსწავლეებისთვის.
1993 წლიდან, განათლების სამინისტროს ბრძანებით, სკოლა გადაკეთდა ტელეპროფილურ ლიცეუმად და გადავიდა სახელმწიფო დაფინანსებაზე.
1995 წელს, ზურაბ ოშხნელის ინიციატივით და საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებით, საქართველოში შეიქმნა სატელევიზიო ხელოვნების პირველი უმაღლესი პროფესიული სკოლა.
2000 წელს, განათლების სამინისტროს შესაბამისი ბრძანებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტელე-რადიო კორპორაციის წარდგინებებით ტელეპროფილური ლიცეუმი გადაკეთდა მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯად.
2006 წელს კოლეჯი დაფუძნდა სსიპ მედიის, რეკლამისა და სატელევიზიო ხელოვნების კოლეჯის სახელწოდებით.
2007 წელს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სსიპ მედიის, რეკლამისა და სატელევიზიო ხელოვნების კოლეჯი შეურთდა სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს და 11 წლის მანძილზე სასწავლო სატელევიზიო ცენტრის სახელწოდებით ახორციელებდა ფოტო, სატელევიზიო და მედია მიმართულებების უმაღლეს პროფესიულ პროგრამებს.
2018 წლის 6 მარტის საქართველოს მთავრობის 110 დადგენილებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სატელევიზიო სასწავლო ცენტრის ინტელექტუალურ და ტექნიკურ ბაზაზე შეიქმნა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯი, რომელიც ახორციელებს მეოთხე და მეხუთე დონის (უმაღლეს) შვიდ პროფესიულ პროგრამას.
2019 წელს პირველი სატელევიზიო სკოლის დაარსებიდან 30 წელი გავიდა. თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯმა იუბილე 4 ოქტომბერს აღნიშნა. ღონისძიებას უცხოეთიდან მოწვეულ საპატიო სტუმრებთან ერთად კოლეჯის კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ.
2020 წელს COVID 19 პანდემიის გამო შეიქმნა სახელმწიფო პროექტი - ტელესკოლა, რომელსაც ახორციელებდა საზოგადოებრივი მაუწყებელი. ამ პროექტში ჩართული იყო მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი, რომელმაც საეთეროდ ჩაწერა, დაამონტაჟა და საზოგადოებრივ მაუწყებელს საეთეროდ მიაწოდა 300 სატელევიზიო გაკვეთილი ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი სკოლის მოსწავლეებისთვის.
2021 წელს თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯში შეიქმნა სტუდენტური კლუბი „პარაშუტი“, რომელიც ემსახურება ახალგაზრდებში ზოგადი და პროფესიული განათლების დონის ამაღლებასა და პოპულარიზაციას. „პარაშუტი“ განსხვავებული რაკურსით გაცნობთ ადამიანებსა და მოვლენებს, ექსპერიმენტული აუდიო-ვიზუალური ფორმით გიყვებათ საინტერესო ამბებს.
2022 წელს თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული გახდა პროფესიული უნარების სააგენტოს ნომინაციაში “წლის საიმიჯო კამპანია”.
2023 წელს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯისა და Germantown High School Television -ის ქართულ-ამერიკული პროექტი "An Ocean Apart, A world together-our questions answered" Alliance for Community Media 2023-ის გამარჯვებული გახდა ნომინაციაში „საერთაშორისო საგანმანათლებლო აქტივობა“.
2025 წელს თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯთან თანამშრომლობით განხორციელებულმა მეექვსე პროექტმა გაიმარჯვა აშშ-ს სატელევიზიო კონკურსის - 2025 Hometown Media Awards, ნომინაციაში “საერთაშორისო საგანმანათლებლო აქტივობა” თემით - ,,პროფესიული განათლება”.
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი
პროგრამები (0)
როგორ ჩავაბარო?
მოქმედი პროგრამები და მიღების ვადები გადაამოწმე კოლეჯის ვებგვერდზე. პროფესიულ განათლებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიე ოფიციალურ პორტალს.
რეგისტრაციის პორტალი