შინაარსზე გადასვლა
კოლეჯები საქართველოში
colleges.ge
კოლეჯები / თბილისი

საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯი

კერძო EQE-ის რეესტრში თბილისი

კოლეჯის შესახებ

2006 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიასთან დაარსდა დეკორატიული მებაღეობისა და ეკოლოგიის ინსტიტუტი, რომლის დირექტორად დაინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ბონის უნივერსიტეტის დოქტორანტი ზურაბ შევარდნაძე.

კოლეჯი მდებარეობს წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსის ტერიტორიაზე. კოლეჯის შენობა კაპიტალურად გარემონტდა 2006 წლის ზაფხულში; მოეწყო სათანადოდ აღჭურვილი აუდიტორიები; ბიბლიოთეკა დაკომპლექტდა უახლესი გამოცემებით. მომდევნო წლებში აშენდა სასწავლო-საცდელი სათბური და სამებაღეო პრაქტიკის ლაბორატორია. სამების ტაძრის ტერიტორიაზე არსებულ კოშკში განთავსდა ფლორისტული დიზაინის სახელოსნო. თავდაპირველად კოლეჯში საღვთო სჯულს კითხულობდა მღვდელმონოზონი ანტონ კანდელაკი, შემდეგ დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე და აკაკი მინდიაშვილი. საბუნებისმეტყველო საგნებს კითხულობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ხოლო სასოფლო-სამეურნეოს - აგრარული უნივერსიტეტის პროფესორები.

2011 წლის 11 დეკემბერს სასწავლებელმა მოიპოვა ავტორიზაცია და ამ პერიოდიდან ფუნქციონირებს როგორც „ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯი“.

ავტორიზაციის მოპოვების შემდეგ კოლეჯის კურსდამთავრებულთა რაოდენობა შეადგენს 500-ს. კოლეჯში სტუდენტთა ჩარიცხვა ხდება საბაზო ან ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე; ტარდება გასაუბრება.

მებაღეობა - შეისწავლება დეკორატიული მებაღეობის საკითხები, მცენარეთა გამრავლება, მოვლა, გასხვლა-ფორმირება და სხვ.

ბაღის დიზაინი - შეისწავლება დეკორატიული ბაღების, სკვერებისა და გამწვანების სხვა ობიექტების პროექტირება და მათი რეალიზება.

კოლეჯს გააჩნია სადემონსტრაციო ტექნიკით აღჭურვილი ნათელი და თბილი აუდიტორიები, სათანადოდ აღჭურვილი მებაღეობის პრაქტიკული ლაბორატორია და ფლორისტული სახელოსნო; ბიბლიოთეკა უახლესი წიგნადი ფონდით, სპეციალურად კოლეჯის სტუდენტებისათვის შემუშავებული სალექციო კურსები ქართულ ენაზე, ელექტრონული ბიბლიოთეკა, თანამედროვე საბაღე ტექნიკა და აღჭურვილობა. პარალელურად მიმდინარეობს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მუდმივი განახლება.

კოლეჯის სტუდენტები აქტიურად არიან ჩაბმულნი გამწვანების სხვადასხვა აქციებში, მონაწილეობენ ყვავილების გამოფენებსა და დიდი რელიგიური დღესასწაულებისადმი მიძღვნილ ფლორისტულ ექსპოზიციებში.

ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯი

პროგრამები (1)

ყველა პროგრამა

ბაღის დიზაინი

სოფლის მეურნეობა

ნაჩვენებია მხოლოდ ოფიციალურ პროგრამასთან დადასტურებული შესაბამისობები. მიღების პირობები გადაამოწმე კოლეჯთან.

როგორ ჩავაბარო?

მოქმედი პროგრამები და მიღების ვადები გადაამოწმე კოლეჯის ვებგვერდზე. პროფესიულ განათლებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიე ოფიციალურ პორტალს.

რეგისტრაციის პორტალი