კოლეჯის შესახებ
ა(ა)იპ კოლეჯი „ჰორიზონტის“, როგორც გურიის რეგიონში ერთადერთი მრავალპროფილური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების, მისიაა, თანამედროვე ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვით, მაღალკვალიფიციური პერსონალის და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, პროფესიისთვის აუცილებელი ცოდნის მიღებით და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების გზით უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რაც თითოეულ პროფესიულ სტუდენტს / მსმენელს მისცემს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის, კარიერული წინსვლის და დასაქმების საშუალებას, უზრუნველყოფს მათ პროფესიულ თვითრეალიზაციას და საზოგადოებაში დამკვიდრებას, რაც გურიის რეგიონისა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა.
ა(ა)იპ კოლეჯი „ჰორიზონტის“ მისიიდან გამომდინარე განსაზღვრულია კოლეჯის ხედვა, რომლითაც ის განვითარებაზე ორიენტირებული შიდა სისტემის უზრუნველყოფით, პროფესიულ სტუდენტს/ მსმენელს სთავაზობს ხარისხიან განათლებას და უზრუნველყოფს შრომის ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური კადრების მიწოდებას, კერძო-საჯარო და საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში.
2025-2031 წლებში კოლეჯი „ჰორიზონტი“, როგორც გურიის რეგიონში ერთადერთი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება მიზნად ისახავს სხვადასხვა მიმართულების მრავალფეროვანი ახალი პრიორიტეტული პროფესიული საგანმანათლებლო და მომზადება/გადამზადების პროგრამების დანერგვით სამივე მუნიციპალიტეტში (რომლებშიც პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის კერები უკვე არსებობს) გახდეს დასავლეთ საქართველოში ლიდერი მრავალპროფილური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება.
კოლეჯის ღირებულებებია: დამსაქმებლის აქტიური როლი სწავლებაში; შრომის ბაზრისა და დაინტერესებულ პირთა ჩართულობაზე ორიენტირება; შედეგზე ორიენტაცია, მოქნილი მიდგომა და უწყვეტი სწავლების ხელშეწყობა; გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მართვა.
ა(ა)იპ - კოლეჯი „ჰორიზონტი“
პროგრამები (7)
ყველა პროგრამასატყეო საქმე
სოფლის მეურნეობა
კომპიუტერული ქსელი და სისტემები
IT და ციფრული ტექნოლოგიები
საფინანსო სერვისები
ბიზნესი და ფინანსები · 04117-პ
თმის მომსახურება
ხელოვნება და დიზაინი
მებაღეობა
სოფლის მეურნეობა
ბაღის დიზაინი
სოფლის მეურნეობა
ნაჩვენებია მხოლოდ ოფიციალურ პროგრამასთან დადასტურებული შესაბამისობები. მიღების პირობები გადაამოწმე კოლეჯთან.
როგორ ჩავაბარო?
მოქმედი პროგრამები და მიღების ვადები გადაამოწმე კოლეჯის ვებგვერდზე. პროფესიულ განათლებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიე ოფიციალურ პორტალს.
რეგისტრაციის პორტალი