კოლეჯის შესახებ
სსიპ კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ ფუნქციონირებს 2007 წლიდან. სწავლება ხორციელდება ავტორიზებული მოდულური პროგრამებითა და ზრდასრულთა პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამებით. კოლეჯის დაარსებიდან 2026 წლამდე აღნიშნული პროგრამები და კურსები გაიარა ათასობით სპეციალისტმა. ბიზნეს სექტორთან მჭიდრო პარტნიორობამ სტუდენტებს საშუალება მისცა გაიარონ სრულყოფილი საწარმოო პრაქტიკა და დასაქმდნენ. კოლეჯის კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალია.
2007 წლიდან სასწავლებელში ფუნქციონირებს “CISCO”-ს რეგიონული აკადემია, რომელიც მსურველებს სთავაზობს კომპიუტერულ ქსელურ ტექნოლოგიებში თანამედროვე მეთოდებზე დამყარებულ თეორიულ და პრაქტიკულ სასწავლო კურსს.
სსიპ კოლეჯი “ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ რეგისტრირებულია „UNESCO-UNEVOC“ -ის საერთაშორისო ცენტრის ოფიციალურ წარმომადგენლად საქართველოში.
სსიპ კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ საქართველოს ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ბიზნეს საბჭოს და ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობის სამთავრობო კომისიის მიერ დაჯილდოებულია, როგორც გამარჯვებული ნომინაციაში – „IT განათლების საუკეთესო მიმწოდებელი”.
აკადემიას დამყარებული აქვს პარტნიორული ურთიერთობები ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, შპს „ახალიქსელები“, სს "სილქნეტი", შპს „ვივასოლუშენი", შპს „იუჯითი" და სხვა მრავალი. ამ თანამშრომლობის შედეგად ჩვენს სტუდენტებს საშუალება აქვთ გაიარონ სრულყოფილი სასწავლო–საწარმოო პრაქტიკა და ჩამოყალიბდნენ კონკურენტუნარიან სპეციალისტებად.
სსიპ კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“
პროგრამები (2)
ყველა პროგრამაFront-end დეველოპმენტი
IT და ციფრული ტექნოლოგიები
კომპიუტერული ქსელი და სისტემები
IT და ციფრული ტექნოლოგიები
ნაჩვენებია მხოლოდ ოფიციალურ პროგრამასთან დადასტურებული შესაბამისობები. მიღების პირობები გადაამოწმე კოლეჯთან.
როგორ ჩავაბარო?
მოქმედი პროგრამები და მიღების ვადები გადაამოწმე კოლეჯის ვებგვერდზე. პროფესიულ განათლებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიე ოფიციალურ პორტალს.
რეგისტრაციის პორტალი