კოლეჯის შესახებ
2020 წლის 25 მარტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კასპის კოლეჯი.
რეგიონში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდის, ხარისხიანი განათლების მიწოდებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით კასპის მუნიციპალიტეტში ახალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება აშენდა. კოლეჯი ორიენტირებულია შრომის ბაზრის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაზე.
შენობა აღჭურვილია უახლესი სტანდარტების შესაბამისი სასწავლო ინვენტარითა და თანამედროვე მანქანა-დანადგარებით. კოლეჯის ტერიტორიაზე განთავსებულია: ბიბლიოთეკა, კეთილმოწყობილი ეზო, ტექნოპარკი, მოსასვენებელი და გასართობი სივრცე. რაც მთავარია, კურსდამთავრებულთა აბსოლუტურ უმრავლესობას ეძლევა შანსი, პროგრამის დასრულებისთანავე დასაქმდეს.
სსიპ კასპის კოლეჯის მისიაა რეგიონში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა და ხარისხიანი განათლების მიწოდება. ასევე რეგიონის და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება მრავალპროფილური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გზით.
დაწესებულების ხედვაა 2030 წლისათვის წარმოადგენდეს საქართველოში ლიდერ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც მაღალკვალიფიციური კადრებით მოამარაგებს შრომის ბაზარს.
კოლეჯის საქმიანობა ეფუძნება ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიცაა პროფესიონალიზმი, სამართლიანობა, უწყვეტი განვითარება, ინოვაციურობა და გუნდურობა.
სსიპ - კასპის კოლეჯი
პროგრამები (1)
ყველა პროგრამამოდის ტექნოლოგია და დიზაინი
IT და ციფრული ტექნოლოგიები
ნაჩვენებია მხოლოდ ოფიციალურ პროგრამასთან დადასტურებული შესაბამისობები. მიღების პირობები გადაამოწმე კოლეჯთან.
როგორ ჩავაბარო?
მოქმედი პროგრამები და მიღების ვადები გადაამოწმე კოლეჯის ვებგვერდზე. პროფესიულ განათლებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიე ოფიციალურ პორტალს.
რეგისტრაციის პორტალი