შინაარსზე გადასვლა
კოლეჯები საქართველოში
colleges.ge
კოლეჯები / წალენჯიხა
კოლეჯი „ლაკადა“

კოლეჯი „ლაკადა“

სახელმწიფო EQE-ის რეესტრში სამეგრელო-ზემო სვანეთი

კოლეჯის შესახებ

სსიპ კოლეჯს „ლაკადა“ რამდენიმე ათეული წლის მუშაობის გამოცდილება გააჩნია. ის დაარსდა 1983 წელს, როგორც პროფესიული ტექნიკური სასწავლებელი. არსებობის პერიოდში სტატუსი რამდენიმეჯერ შეიცვალა. კერძოდ, 1993 წელს მრავალდარგოვან სახელმწიფო კოლეჯად გადაკეთდა, 2007 წელს პროფესიული სწავლების ცენტრად. 2011 წლის მაისიდან კი ფუნქციონირებს, როგორც სსიპ პროფესიული კოლეჯი „ლაკადა“. 2019 წლიდან ფუნქციონირებს, როგორც სსიპ კოლეჯი „ლაკადა“.

კოლეჯი ამ ეტაპზე ახორციელებს შრომის ბაზარზე ორიენტირებულ მრავალპროფილიან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ენიჭება შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაცია და გაიცემა შესაბამისი დიპლომი.

კოლეჯი მდებარეობს ოკუპირებული აფხაზეთის სასაზღვრო ტერიტორიასთან, მისი ამოცანაა პროფესიული განათლების პროგრამის, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების, პროფესიული მომზადება – გადამზადების პროგრამების განხორციელება და მასში როგორც ადგილობრივი ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებთა ჩართვა.

კოლეჯი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,პროფესიული განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებითა და საკუთარი წესდებით.

სსიპ - კოლეჯი „ლაკადა“

პროგრამები (0)

ამ კოლეჯის პროგრამების ოფიციალურ ჩარჩო დოკუმენტებთან შესაბამისობა ჯერ მოწმდება.ოფიციალური ვებგვერდი ↗

როგორ ჩავაბარო?

მოქმედი პროგრამები და მიღების ვადები გადაამოწმე კოლეჯის ვებგვერდზე. პროფესიულ განათლებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიე ოფიციალურ პორტალს.

რეგისტრაციის პორტალი