შინაარსზე გადასვლა
კოლეჯები საქართველოში
colleges.ge
კოლეჯები / თბილისი
კერძო EQE-ის რეესტრში თბილისი

კოლეჯის შესახებ

შპს ორიენტირი, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება/კოლეჯია, რომელიც დაარსდა 1992 წელს და დღემდე ახორციელებს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადებას.

კოლეჯი „ორიენტირი“ ფუნქციონირებს 1 270,52 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე, სადაც განთავსებულია 3 სართულიანი სასწავლო კორპუსი, კეთილმოწყობილი ეზო, სპორტული მოედანი და ავტოსადგომი.

კოლეჯის სასწავლო კორპუსში განთავსებულია ნათელი და ვრცელი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, დასასვენებელი სივრცეები, ადმინისტრაციის სამუშაო კაბინეტები, სამედიცინო ოთახი, საკონფერენციო/ღონისძიებების დარბაზი, რომლებიც აღჭურვილია საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. შენობის ყველა სართულზე შესაძლებელია მუდმივი ინტერნეტით სარგებლობა, შენობა და მიმდებარე ტერიტორია კონტროლდება სათვალთვალო კამერით.

1992 წელს სამედიცინო პროფესიულმა სასწავლებელმა ორიენტირმა, იმ დროისათვის არსებული კანონმდებლობით საქართველოს განათლების სამინისტროში გაიარა რეგისტრაცია და მიიღო სპეციალისტების მომზადების ნებართვა.

1999 წლის 14 მაისს საქართველოს განათლების სამინისტროს სალიცენზიო კომისიის გადაწყვეტილებით ორიენტირს ნება დაერთო, დამატებით განახორციელოს სპეციალობა-ფარმაცია.

2008 წლის 18 თებერვალს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ შპს ორიენტირზე გაიცა სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია.

2011 წლის 6 ივნისს, საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, შპს ორიენტირს მიენიჭა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების-საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსი და პროფესიული სტუდენტების რაოდენობა განისაზღვრა 652-ით.

შპს ორიენტირმა არსებობის მანძილზე ბევრ წარმატებას მიაღწია:

კოლეჯმა 2016 წელს, ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის მიერ ჩატარებულ, საწარმოო სამეურნეო სუბიექტების ზოგადსახელმწიფოებრივი რანჟირების, კრიტერიუმის „მართვის ეფექტიანობის“ მიხედვით, შევიდა ლიდერ საწარმოთა ტოპ-ათეულში, როგორც ლიდერი საწარმო და გადაეცა შესაბამისი ჯილდო „ოქროს რეიტინგი“.

შპს ორიენტირმა მონაწილეობა მიიღო და მაქსიმალური შეფასება- „ხუთი ვარსკვლავი“ დაიმსახურა, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ბრენდირებაში „ბრენდირება 2016“ და „ბრენდირება 2017“. კოლეჯი აქტიურად მონაწილეობდა და კვლავაც აგრძელებს მონაწილეობას კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ ჩატარებულ სხვადასხვა სახის ღონისძიებებში, რისთვისაც მიღებული აქვს არაერთი სერტიფიკატი.

სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს და დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის“ მიერ, 2019 წელს კოლეჯი ორიენტირი დაჯილდოვდა „საუკეთესო პარტნიორის ტიტულით“ განსაკუთრებული თანამშრომლობისა და დასაქმების ხელშეწყობისთვის გაწეული ღვაწლისთვის.

2022 წელს კოლეჯმა გაიარა ავტორიზაცია და 6 წლის ვადით მოიპოვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება შემდეგ პროგრამებზე: „საექთნო განათლება“ (მეხუთე დონე) „ფარმაცია (სააფთიაქო)“ (მეხუთე დონე), „საფინანსო სერვისები“ (მესამე დონე), „კბილის სატექნიკო საქმე“ (მეოთხე დონე) ; „ღონისძიების ორგანიზება“ (მეოთხე დონე) და „აღმზრდელი“(მეხუთე დონე).

კოლეჯი ხელს უწყობს სტუდენტებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის განვითარებას, რისთვისაც მათი ჩართულობითა და მონაწილეობით, პერმანენტულად ატარებს საქველმოქმედო ღონისძიებებს მოხუცებულთა თავშესაფრებსა თუ ბავშვთა სახლებში. კოლეჯს მიღებული აქვს არაერთი სამადლობელი წერილი.

კოლეჯში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პროფესიული განათლების მასწავლებლები. ისინი მუდმივად ზრუნავენ კვალიფიკაციის ამაღლებაზე სხვადასხვა ტრენინგებში და ღონისძიებებში მონაწილეობით, რითიც შეაქვთ საკუთარი წვლილი პროფესიული პროგრამების დახვეწა/განვითარებაში. პრაქტიკულ კომპონენტებს პროფესიული სტუდენტები ეუფლებიან წარმატებულ ორგანიზაციებსა და კომპანიებში, კვალიფიციური კადრების ხელშეწყობით.

კოლეჯში მიღებული თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი კურსდამთავრებულების დასაქმების მაღალ მაჩვენებელს ადასტურებს მათი დასაქმების სტატისტიკა.

შპს ორიენტირი, დაარსების დღიდან ფეხს უწყობს ქვეყანაში, განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებს და აქტიურად არის ჩართული პროფესიულ საფეხურზე კვალიფიციური კადრების მომზადების პროცესში.

ორიენტირის მისიას წარმოადგენს სამედიცინო, განათლებისა და ბიზნესის სექტორში შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებით, მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობის გზით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვილი, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის მაღალ დონეზე რეალიზებული ადამიანური რესურსის მომზადება, რომელიც შეძლებს განავითაროს ქვეყნის ეკონომიკა თანამედროვე სამყაროში.

შპს - „ორიენტირი“

პროგრამები (4)

ყველა პროგრამა

ნაჩვენებია მხოლოდ ოფიციალურ პროგრამასთან დადასტურებული შესაბამისობები. მიღების პირობები გადაამოწმე კოლეჯთან.

როგორ ჩავაბარო?

მოქმედი პროგრამები და მიღების ვადები გადაამოწმე კოლეჯის ვებგვერდზე. პროფესიულ განათლებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიე ოფიციალურ პორტალს.

რეგისტრაციის პორტალი