კოლეჯის შესახებ
ჩვენ თავიდანვე დავისახეთ ორი მიზანი: შრომის უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და სახელმწიფოს მიერ გაცხადებული ევროპული სტანდარტების შესაბამისი სისტემის დანერგვა. ამისთვის შევქმენით ტრენინგების ციკლი, რომელიც ამ მოთხოვნებს პასუხობს. 2018 წელს მიღებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პირველი აკრედიტებული პროგრამის ფარგლებში მსმენელებს დამატებით უფასოდ ვასწავლით იმ ფუნდამენტურ ნაწილს, რაც ითვალისწინებს სახელმძღვანელო დოკუმენტაციის ჩამოყალიბებას, სტრუქტურირებას და ეტაპობრივ იმპლემენტაციას.
თითოეული ჩვენი სპეციალისტი ამავდროულად არის საერთაშორისო და ქართული კანონმდებლობით სერტიფიცირებული ტრენერი და აუდიტორი, რომელსაც აქვს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებში სხვადასხვა პროფილური მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
შპს უსაფრთხოების აკადემიის სასწავლო ცენტრი
პროგრამები (1)
ყველა პროგრამაშრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები
ინჟინერია · 07311-პ
ნაჩვენებია მხოლოდ ოფიციალურ პროგრამასთან დადასტურებული შესაბამისობები. მიღების პირობები გადაამოწმე კოლეჯთან.
როგორ ჩავაბარო?
მოქმედი პროგრამები და მიღების ვადები გადაამოწმე კოლეჯის ვებგვერდზე. პროფესიულ განათლებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიე ოფიციალურ პორტალს.
რეგისტრაციის პორტალი