კოლეჯის შესახებ
შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო ,,სიო" შეიქმნა 2001 წელს, მისი დამაარსებელი იყო ექიმი–ენდოსკოპისტი გიორგი(ჟორა) სიორდია. შპს-ის ძირითად საქმიანობას შეადგენდა სამკურნალო–სადიაგნოსტიკო და სასწავლო პროცესების წარმოება.
2002 წელს დაარსდა სამედიცინო კოლეჯი ,,სოლიდარობა“, რომელიც საქმიანობდა საშუალო პროფესიული სამედიცინო სასწავლებლის ლიცენზიით. სასწავლებელი ამზადებდა მედდებს, მეანებსა და ფარმაცევტებს საქართველოს განათლების სამინისტროს სტანდარტებისა და პროგრამების შესაბამისად და გასცემდა სახელმწიფო დიპლომს. დღეს ამ კოლეჯის კურსდამთავრებულები წარმატებით საქმიანობენ თავიანთი სპეციალობის მიხედვით.
2008 წელს სასწავლებელმა მიიღო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია (ბრძ.# 1179, # 0813126), მიენიჭა სახელწოდება ,,სიო“ და ახორციელებდა სწავლებას სპეციალობებზე: 1) მედდა 2) კბილის ტექნიკი.
2006-2011 წლებში სამედიცინო კოლეჯის ფილიალი ფუნქციონირებდა ქალაქ ფოთში.
2017 წლის 28 აპრილს საზოგადოებრივ კოლეჯმა „სიო“-მ გაიარა ავტორიზაცია და მიიღო სახელმწიფო ლიცენზია.
2017 წლის 5 დეკემბერს სამედიცინო კოლეჯ „სიო“-ში ჩატარდა დემონსტრირებული კონფერენცია თემაზე „კვება და ჯანმრთელობა“.
2023 წელს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 18/04/2023 (MES 6 23 0000425898) გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „სიო“-ს 6 წლის ვადით მიენიჭა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის სტატუსი.
2025 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „სიო“-მ გაიარა ავტორიზაცია მის კუთვნილ, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ფართში და დაიმატა ორი ახალი პროფესიული პროგრამა - ადმინისტრაციული სერვისები და მასაჟის თერაპია.
დღეის მდგომარეობით კოლეჯი „სიო“ პროფესიული განათლების სფეროში ოპერირებს შემდეგი პროფესიული პროგრამით: საექთნო საქმე; ადმინისტრაციული სერვისები; მასაჟის თერაპია. ასევე კოლეჯი ახორციელებს მოკლევადიან მომზადება/გადამზადების პროგრამებს: შინმოვლის სპეციალისტი და სააღმზრდელო პროცესის წარმართვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.
საგანმანათლებლო დაწესებულება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, რომელთა შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ registration.prof.ge-ზე. პედაგოგების პროფესიონალიზმი განსაზღვრავს სწავლების მაღალ ხარისხს და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების აღზრდას.
საზოგადოებრივ კოლეჯ შპს „სიო“–ს წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობენ ქვეყნის მასშტაბით პროფესიული პროგრამებისა და მოდულარული სისტემების შექმნის პროცესში.
შპს „სიო“
პროგრამები (2)
ყველა პროგრამასაექთნო საქმე
ჯანდაცვა
ნაჩვენებია მხოლოდ ოფიციალურ პროგრამასთან დადასტურებული შესაბამისობები. მიღების პირობები გადაამოწმე კოლეჯთან.
როგორ ჩავაბარო?
მოქმედი პროგრამები და მიღების ვადები გადაამოწმე კოლეჯის ვებგვერდზე. პროფესიულ განათლებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიე ოფიციალურ პორტალს.
რეგისტრაციის პორტალი