კოლეჯის შესახებ
თეგეტა აკადემია 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ აქტიურად ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნეს მიმართულებით. აკადემიის შექმნის მიზანს წარმოადგენდა სერვისების გაუმჯობესების მიზნით კადრების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, განვითარება, ახალი ცოდნის და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. 2019 წელს აკადემიამ წარმატებით მოიპოვა საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება, ავტორიზაცია სამ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსუბუქი ავტომობილის შეკეთების მიმართულებით. თეგეტა აკადემია იყო პირველი კერძო კოლეჯი, რომელმაც პარტნიორ კომპანია თეგეტა მოტორსთან თანამშრომლობით, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების კონცეფციით განახორციელა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და მოამზადა კვალიფიციური კადრები მსუბუქი ავტომობილის ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთების მიმართულებით. აკადემია მომავალშიც აქტიურად შესთავაზებს დაინტერესებულ პირებს ასეთ უნიკალურ შესაძლებლობებს. 2024 წელს შეიქმნა თეგეტა აკადემიის ორი ახალი ფილიალი ბათუმსა და ფოთში. აღნიშნულ ლოკაციაზე აკადემიამ მოიპოვა პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლება მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით, რის შედეგადაც გაიზარდა აკადემიის რეგიონული დაფარვა და არჩევანის სპექტრი, რომელსაც შესთავაზებს დაწესებულება დაინტერესებულ პირებს.
ამ დროისთვის თეგეტა აკადემია ახორციელებს 25 პროფესიულ მომზადება/გადამზადების პროგრამას და ფლობს არაფორმალური განათლების აღიარების უფლებას 25 პროგრამის ფარგლებში; ჩატარებული ტრენინგებით კმაყოფილების მაჩვენებელი 97%-ია.
თეგეტა აკადემიის მისია: შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, საავტომობილო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობა, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი პროფესიონალების ჩამოყალიბება, მათი კარიერული და პიროვნული ზრდის უზრუნველყოფა სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებითა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით.
თეგეტა აკადემიის ხედვა: 2030 წელს თეგეტა აკადემია არის რეგიონში საერთაშორისო სტანდარტების მქონე წამყვანი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ინდუსტრიაში არსებულ წამყვან ბრენდებთან თანამშრომლობით ქმნის თანამედროვე პროფესიული განათლების მიღების უნიკალურ შესაძლებლობებს, უზრუნველყოფს ხარისხიანი განათლების მიწოდებას ბიზნესის სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით და ხელს უწყობს კურსდამთავრებულთა უპრეცედენტო დასაქმებას.
შპს თეგეტა აკადემია
პროგრამები (0)
როგორ ჩავაბარო?
მოქმედი პროგრამები და მიღების ვადები გადაამოწმე კოლეჯის ვებგვერდზე. პროფესიულ განათლებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიე ოფიციალურ პორტალს.
რეგისტრაციის პორტალი