შინაარსზე გადასვლა
კოლეჯები საქართველოში
colleges.ge
EQE · ჩარჩო დოკუმენტიბიზნესი და ფინანსები

ბუღალტრული აღრიცხვა

სარეგისტრაციო კოდი: 04114-პ

ISCED: 0411

მოქმედი რედაქცია გადასამოწმებელია

აქ წარმოდგენილია წყაროში მითითებული თარიღის დოკუმენტი. მისი მიმდინარე სტატუსი და შემდგომი ცვლილებები გადაამოწმე EQE-სთან.

პროგრამის შესახებ

ჩარჩო დოკუმენტის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი პროფესიული პროგრამის დანერგვა, რომელიც მოამზადებს და შრომის ბაზარს შესთავაზებს კვალიფიციურ ბუღალტერს, რომელიც შეძლებს მონაწილეობის მიღებას სამეწარმეო, არასამეწარმეო, სახელმწიფო ორგანიზაციის/დაწესებულების ან პირის სააღრიცხვო პოლიტიკის დაგეგმვაში, ორგანიზებასა და წარმართვაში; ფინანსური, ბუღალტრული ანგარიშებისა და ჩანაწერების შემოწმებასა და ანალიზს, რათა უზრუნველყოს მათი შესაბამისობა დადგენილ კანონმდებლობასა და სტანდარტებთან; განახორციელებს ბუღალტრულ გატარებებს; შეადგენს და დადგენილი წესით წარადგენს საგადასახადო დეკლარაციებს; უზრუნველყოფს საგადასახადო ვალდებულებების გადარიცხვას სახელმწიფო ბიუჯეტში; ასევე შეძლებს ფინანსურ ანგარიშგების, პირველად სააღრიცხვო და სხვადასხვა სახის ფინანსურ დოკუმენტაციის შედგენას გარე და შიდა მომხმარებლებისათვის.

მისანიჭებელი კვალიფიკაციები

უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში

დონე
5

დაშვების წინაპირობები

სრული ზოგადი განათლება

სწავლის შედეგები

კურსდამთავრებულს შეუძლია: • შეიმუშაოს სააღრიცხვო პოლიტიკა • შეავსოს და არგუმენტირება გაუკეთოს სამუშაო ფორმებს (სააღრიცხვო დოკუმენტები) • აწარმოოს ბუღალტრული ოპერაციები • შეავსოს და გააგზავნოს დეკლარაციები • მოამზადოს ფინანსური ანგარიშგება • აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვა ეკონომიკური საქმიანობის ზოგიერთი სახეობის მიხედვით • აწარმოოს კონტროლი სამეურნეო სუბიექტის საბუღალტრო აღრიცხვაზე • აწარმოოს მმართველობითი აღრიცხვა • შეასრულოს ეკონომიკური ანალიზი

დასაქმების შესაძლებლობები

ბუღალტრულ აღრიცხვაში უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს კერძო და საჯარო უწყებებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში საბუღალტრო და საფინანსო სამსახურებში, აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიებში მთავარ ბუღალტრად, ბუღალტრის თანაშემწედ/ასისტენტად, ბუღალტერ-მოანგარიშედ. შესაძლებელია თვითდასაქმებაც, კერძო პროფესიული პრაქტიკის განხორციელების გზით.

პროგრამის მოდულები

19 მოდულის ჩანაწერი

მოდულები და კრედიტები ამოღებულია ოფიციალური ჩარჩო დოკუმენტიდან. სხვადასხვა კვალიფიკაციისთვის მოდულები შეიძლება განმეორდეს.

ზოგადი მოდულები (3)
მოდულის დასახელებაკრედიტები
უცხოური ენა 5
მეწარმეობა 3 3
ინფორმაციული წიგნიერება 2 3
პროფესიული მოდულები (16)
მოდულის დასახელებაკრედიტები
ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები 7
ძირითადი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების წარმოება 3
სააღრიცხვო მონაცემთა ბაზის შექმნა 9
კომპიუტერულ საბუღალტრო პროგრამაში მუშაობა 5
საგადასახადო დეკლარირება 4
სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებები 4
ინვენტარიზაცია 2
ფინანსური ანგარიშგების შედგენა 8
ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება ეკონომიკური საქმიანობის სახეობის მიხედვით 12
მმართველობითი აღრიცხვა 8
Ms Excel 6
ბიზნეს ინგლისური 5
აუდიტის საფუძვლები 2
ეკონომიკური ანალიზი 5
გაცნობითი პრაქტიკა - ბუღალტრული აღრიცხვა 2
პრაქტიკული პროექტი - ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგების მომზადება 6

შესაბამისი მოდული ვერ მოიძებნა. სცადე სხვა საძიებო სიტყვა.

დოკუმენტები და ფაილები

3 ფაილი

სად შეიძლება ვისწავლო?

კოლეჯი „აისი“

ბუღალტრული აღრიცხვა

ინტერბიზნესის აკადემია

ბუღალტრული აღრიცხვა

კოლეჯი „ოპიზარი“

ბუღალტრული აღრიცხვა

კოლეჯი „მოდუსი“

ბუღალტრული აღრიცხვა

სქილვილი

ბუღალტრული აღრიცხვა

თავისუფალი ხედვის აკადემია

ბუღალტრული აღრიცხვა