შინაარსზე გადასვლა
კოლეჯები საქართველოში
colleges.ge
EQE · ჩარჩო დოკუმენტიხელოვნება და დიზაინი

მხატვრული ქსოვილები

სარეგისტრაციო კოდი: 02126-პ

ISCED: 0214

მოქმედი რედაქცია გადასამოწმებელია

აქ წარმოდგენილია წყაროში მითითებული თარიღის დოკუმენტი. მისი მიმდინარე სტატუსი და შემდგომი ცვლილებები გადაამოწმე EQE-სთან.

პროგრამის შესახებ

ჩარჩო დოკუმენტის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი პროფესიული პროგრამების დანერგვა, რომლებიც როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის მოამზადებს კონკურენტუნარიან კადრებს შემდეგი მიმართულებით: 1. მხატვრული ქსოვა 2. თექის დამზადება 3. ქარგვა.

მისანიჭებელი კვალიფიკაციები

საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია მხატვრულ ქსოვაში

დონე
3

საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია თექის დამზადებაში

დონე
3

საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ქარგვაში

დონე
3

დაშვების წინაპირობები

საბაზო განათლება

სწავლის შედეგები

სწავლის შედეგები მხატვრულ ქსოვის მიმართულებით კურსდამთავრებულს შეუძლია: • შექმნას ესკიზი • მოქსოვოს ფარდაგი • მოქსოვოს ხალიჩა • მოქსოვოს გობელენი • მოქსოვოს ყაისნაღით • მოქსოვოს ჩხირებით • მოქსოვოს მხატვრული ტრიკოტაჟის ნაწარმი სწავლის შედეგები თექის დამზადების მიმართულებით კურსდამთავრებულს შეუძლია: • შექმნას ესკიზი • მოამზადოს მატყლი თელვისათვის • მოთელოს მატყლი სიბრტყეზე სველი და მშრალი მეთოდით • მოთელოს მატყლი მოცულობით ფორმებზე • დაამზადოს მხატვრული თექის ნაწარმი და აქსესუარები • შექმნას მხატვრული ქსოვილი - ქვილთი სწავლის შედეგები ქარგვის მიმართულებით კურსდამთავრებულს შეუძლია: • შექმნას ესკიზი • მოქარგოს ჯვრული ტექნიკით • მოქარგოს ორმხრივი და ნამაგრი სითვის ტექნიკით • მოქარგოს კვანძური ტექნიკით • მოქარგოს კომპოზიცია ქსოვილის ლენტური ტექნიკით • მოქარგოს მძივით • მოქსოვოს მძივით • მოქარგოს შიბის ტექნიკით • მოქსოვოს შიბის ტექნიკით • მოქარგოს კომპოზიცია მანქანით • მოქარგოს ქართული ტრადიციული კომპოზიციები

დასაქმების შესაძლებლობები

მხატვრული ქსოვის საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ნართის მღებავად, ხალიჩის მქსოველად, ფარდაგის მქსოველად, გობელენის მქსოველად, ტრიკოტაჟული ნაწარმის მქსოველად. პირს შეუძლია დასაქმდეს როგორც მსხვილ, საშუალო, ისე მცირე საწარმოში, სამხატვრო სალონებში დარგის სპეციალისტად. ასევე შეუძლია დააფუძნოს სახელოსნო-სტუდია და იმუშაოს კერძო შეკვეთებზე. თექის დამზადების საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს მატყლის მღებავად, ცხოველური ბოჭკოს მჩეჩავად, მატყლის მთელავად. ტრადიციული თექის აქსესუარების დამამზადებლად. პირს შეუძლია დასაქმდეს შესაბამის საწარმოებში, სამხატვრო სალონებსა და კერძო სახელოსნოებში, ასევე შესაძლებელია თვითდასაქმება. ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის 13.1; 13.2; 13.20; 13.20.0; 13.3; 13.30; 13.30.0; 13.96.0; 14.19. ქარგვის საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ნართის მღებავად; მქარგავად. პირს შეუძლია დასაქმდეს მცირე და დიდ საწარმოებში, ატელიებში, სალონებში. ასევე შეუძლია იყოს თვითდასაქმებული და იმუშაოს კერძო შეკვეთებზე.

პროგრამის მოდულები

31 მოდულის ჩანაწერი

მოდულები და კრედიტები ამოღებულია ოფიციალური ჩარჩო დოკუმენტიდან. სხვადასხვა კვალიფიკაციისთვის მოდულები შეიძლება განმეორდეს.

ზოგადი მოდულები (7)
მოდულის დასახელებაკრედიტები
ინფორმაციული წიგნიერება 1 3
ინტერპერსონალური კომუნიკაცია 3
მეწარმეობა 1 2
რაოდენობრივი წიგნიერება 2
სამოქალაქო განათლება 2
უცხოური ენა 4
გარემოსდაცვითი საფუძვლები 2
საერთო პროფესიული მოდულები (5)
მოდულის დასახელებაკრედიტები
გაცნობითი პრაქტიკა - მხატვრული ქსოვილები 2
აკადემიური ხატვისა და ფერწერის საწყისები 4
საფეიქრო მასალათმცოდნეობის საწყისები 2
საფეიქრო მასალის ღებვა 4
ქსოვილის მხატვრული მოხატვა (ბატიკა, შიბორი, დაჩითვა) 8
მხატვრული ქსოვის პროფესიული მოდულები (6)
მოდულის დასახელებაკრედიტები
ფარდაგის ქსოვა 2 6
ხალიჩის ქსოვა 2 7
გობელენის ქსოვა 2 7
ყაისნაღითა და ჩხირებით ქსოვა 2 7
მხატვრული ტრიკოტაჟის ქსოვა 2 5
პრაქტიკული პროექტი - მხატვრული ნაქსოვის შესრულება 5
თექის დამზადების პროფესიული მოდულები (5)
მოდულის დასახელებაკრედიტები
მატყლის თელვა სიბრტყეზე სველი და მშრალი მეთოდით 2 10
მატყლის თელვა მოცულობით ფორმებზე 2 8
მხატვრული თექის ნაწარმისა და აქსესუარების დამზადება 2 8
ქვილთი-ქსოვილის მხატვრული დაგვირისტება 2 6
პრაქტიკული პროექტი - თექის დამზადება 2 5
ქარგვის პროფესიული მოდულები (8)
მოდულის დასახელებაკრედიტები
ჯვრულით ქარგვა 2 4
ორმხრივი და ნამაგრი სითვით ქარგვა 5
კვანძური და ქსოვილის ლენტური ქარგვა 2 3
მძივით ქარგვა და ქსოვა 2 4
შიბით ქარგვა და ქსოვა 2 5
მანქანით ქარგვა 2 4
ქართული ტრადიციული ქარგვა 2 7
პრაქტიკული პროექტი - მხატვრული ნაქარგობის შექმნა 5

შესაბამისი მოდული ვერ მოიძებნა. სცადე სხვა საძიებო სიტყვა.

დოკუმენტები და ფაილები

2 ფაილი

სად შეიძლება ვისწავლო?

ამ ოფიციალურ პროგრამასთან კოლეჯების შესაბამისობა ჯერ არ არის დადასტურებული.