Рамочный документ
DOCX · 43 KB · Грузинский
Копия из файла EQE
SHA-256
e65942d25f6f7cda047463c2633ccc6b8d558fc26285145ee8429e2d014c10c1
Регистрационный код: 02121-პ
ISCED: 0723
Актуальную редакцию нужно проверить
Здесь представлен документ на указанную дату. Уточняйте его текущий статус и последующие изменения в EQE.
Данные, перевод которых ещё не готов, показаны на грузинском.
ჩარჩო დოკუმენტის მიზანია, შემუშავებულ იქნას ისეთი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოების სფეროსთვის უზრუნველყოფს შესაბამისი დარგის კვალიფიციური პრაქტიკული უნარ–ჩვევების მქონე კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას. ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე მომზადდებიან კადრები ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოების მიმართულებით, რომლებიც შეძლებენ თანამედროვე ინდივიდუალური და მასიური წარმოების პირობებში ტყავისა და ტყავის შემცვლელი მასალისაგან სხვადასხვა სირთულის ფეხსაცმლისა და აქსესუარების დამზადებას.
საბაზო განათლება
კურსდამთავრებულს შეუძლია: • დახატოს ნატურიდან სხვადასხვა საგანი, ნატურმორტი და ფეხსაცმლისა და ტყავის აქსესუარები • შეარჩიოს ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოებისათვის საჭირო ძირითადი და დამხმარე მასალები • ჩამოაყალიბოს ფეხსაცმლის კონსტრუირებისათვის ტერფის გაზომვის თეორიული საფუძვლები და მოახდინოს ესკიზის მიხედვით ნავისებური ფეხსაცმლის, წაღის, ჩექმის, წაღის ზედაპირისა და ძირის დეტალების ტექნიკური მოდელირება • შეასრულოს ესკიზის მიხედვით ტყავის აქსესუარების კონსტრუირება • მოამზადოს ფეხსაცმლის ნამზადის დეტალები აკრებისათვის • შეასრულოს ნამზადის ფორმირება კალაპოტზე და ფორმირებულ ნამზადზე ძირის მიმაგრება • შეასრულოს ტყავის აქსესუარების/დეტალების წინასწარი დამუშავების და დროებითი შეერთების ოპერაციები • შეასრულოს ფეხსაცმლისა და ტყავის აქსესუარების გამოყვანა, მარკირება და შეფუთვა • შეასრულოს მზა ნაწარმის ხარისხის კონტროლი • შეასრულოს ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობების რესტავრაცია • შეასრულოს საუნაგირე ტყავის დეტალების დამზადების ტექნოლოგიური ოპერაციების შესრულება და ნაკეთობის გამოყვანა
ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოებაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი შესაძლოა დასაქმდეს მსხვილ, საშუალო და მცირე საწარმოში, მოდის ატელიებში დარგის სპეციალისტად, ფეხსაცმლის მკერავად, მეწაღედ. ასევე, შეუძლია დააფუძნოს სახელოსნო და იმუშაოს ინდივიდუალურ შეკვეთებზე
Модули и кредиты извлечены из официального рамочного документа. Модуль может повторяться в группах разных квалификаций.
| Название модуля | Кредиты |
|---|---|
| ინფორმაციული წიგნიერება 1 | 3 |
| ინტერპერსონალური კომუნიკაცია | 3 |
| რაოდენობრივი წიგნიერება | 2 |
| მეწარმეობა 1 | 2 |
| უცხოური ენა | 4 |
| სამოქალაქო განათლება | 2 |
| Название модуля | Кредиты |
|---|---|
| გაცნობითი პრაქტიკა - ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოება | 2 |
| პრაქტიკული პროექტი - ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოება | 9 |
| აკადემიური ხატვისა და ფერწერის საწყისები | 4 |
| ფეხსაცმლისა და აქსესუარების კომპოზიცია | 4 |
| ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობებისათვის მასალების გამოჭრის საფუძვლები | 4 |
| ნავისებური ფეხსაცმლისა და ნახევარწაღის კონსტრუირება | 8 |
| ჩექმისა და წაღის კონსტრუირება | 7 |
| ტყავის აქსესუარების კონსტრუირება | 6 |
| ფეხსაცმლის ნამზადის კერვის ტექნოლოგია | 8 |
| ფეხსაცმლის დამზადების ტექნოლოგია | 8 |
| ტყავის აქსესუარების ტექნოლოგია | 8 |
| ფეხსაცმლის სამომხმარებლო თვისებების ხარისხის კონტროლი | 3 |
| ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა შეკეთება | 4 |
| საუნაგირე ტყავის დეტალების დამზადება | 5 |
Подходящие модули не найдены. Попробуйте другой запрос.
DOCX · 43 KB · Грузинский
Копия из файла EQE
e65942d25f6f7cda047463c2633ccc6b8d558fc26285145ee8429e2d014c10c1
RAR · 989 KB · Грузинский
506c9230dde3e27a7e29e102b428c2588bcb9c150f321cab199f89f13e15ad3b