კოლეჯის შესახებ
კოლეჯის მისიაა იყოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების აქტიური მონაწილე, სადაც უზრუნველყოფილია პროფესიული განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა და მზარდია სწავლის მსურველთა და სოციალურ პარტნიორთა რაოდენობა. კოლეჯი წარმოადგენს მრავალპროფილურ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლისთვისაც პრიორიტეტულია ტურიზმისა და სამშენებლო მიმართულების პროგრამების განხორციელება და ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოება.
კოლეჯის ხედვაა გახდეს რეგიონში პროფესიული სწავლების ლიდერი რომელიც, განვითარებაზე ორიენტირებული მოქნილი შიდა სისტემის ჩამოყალიბებით, პროფესიულ სტუდენტსა და მსმენელს სთავაზობს ხარისხიან განათლებას, ხელს უწყობს მის კარიერულ წინსვლას და უზრუნველყოფს შრომის ბაზარს კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური კადრებით. 2019-2026 წლებში კოლეჯი მიზნად ისახავს პრიორიტეტული მიმართულების პროგრამების გამრავალფეროვნებას და მაღალმთიან აჭარაში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობას.
კოლეჯის ღირებულებებია: ინკლუზიური მიდგომა, გენდერული თანასწორობა და არადისკრიმინაცია; გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მართვა.
სსიპ - კოლეჯი „ბლექსი“
პროგრამები (7)
ყველა პროგრამაკონდიტერია
ტურიზმი და მასპინძლობა
სასტუმრო მომსახურება
ტურიზმი და მასპინძლობა
შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები
ინჟინერია · 07311-პ
ინფორმაციის ტექნოლოგია
IT და ციფრული ტექნოლოგიები
კომპიუტერული ქსელი და სისტემები
IT და ციფრული ტექნოლოგიები
ელექტროობა
ინჟინერია · 07313-პ
ნაჩვენებია მხოლოდ ოფიციალურ პროგრამასთან დადასტურებული შესაბამისობები. მიღების პირობები გადაამოწმე კოლეჯთან.
როგორ ჩავაბარო?
მოქმედი პროგრამები და მიღების ვადები გადაამოწმე კოლეჯის ვებგვერდზე. პროფესიულ განათლებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიე ოფიციალურ პორტალს.
რეგისტრაციის პორტალი