შინაარსზე გადასვლა
კოლეჯები საქართველოში
colleges.ge
EQE · ჩარჩო დოკუმენტიინჟინერია

ელექტროობა

სარეგისტრაციო კოდი: 07313-პ

ISCED: 0713

მოქმედი რედაქცია გადასამოწმებელია

აქ წარმოდგენილია წყაროში მითითებული თარიღის დოკუმენტი. მისი მიმდინარე სტატუსი და შემდგომი ცვლილებები გადაამოწმე EQE-სთან.

პროგრამის შესახებ

ჩარჩო დოკუმენტის მიზანია, შემუშავებული იქნას ისეთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას ელექტროობაში. ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შესაძლებელია მომზადდეს კადრი დაბალი ძაბვის ელექტროობაში, მაღლი ძაბვის ელექტროობაში, მექატრონიკაში და რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობაში.

მისანიჭებელი კვალიფიკაციები

საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ელექტროობაში

დონე
3

საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ელექტროობაში

დონე
4

უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია მექატრონიკაში

დონე
5

დაშვების წინაპირობები

საბაზო პროფესიული კვალიფიკაციისათვის - საბაზო განათლება; საშუალო პროფესიული კვალიფიკაციისათვის - სრული ზოგადი განათლება; საბაზო ზოგადი განათლება - იმ შემთხვევაში თუ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციისათვის - სრული ზოგადი განათლება.

სწავლის შედეგები

კურსდამთავრებულს შეუძლია: სწავლის შედეგები საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის ელექტროობის მიმართულებით • გაუწიოს დაზარალებულს პირველადი სამედიცინო დახმარება • გამოიყენოს ელექტრული ტექნოლოგიები, ელექტროობის წარმოების, გადაცემისა და განაწილების საშუალებები • დაამონტაჟოს და შეამოწმოს განათება და ელექტრული წრედები საშინაო და მცირე საწარმოო გარემოში • მოიპოვოს და გამოიყენოს საინჟინრო ინფორმაცია საკომუნიკაციო ტექნოლოგიის (ICT) გამოყენებით • გამოთვალოს ფიგურათა მოცულობა, ფართობი და გამოიყენოს მონაცემთა გამოსახვის სტატისტიკური მეთოდები • წაიკითხოს და დახაზოს საინჟინრო ნახაზები სხვადასხვა ტექნიკის, მათ შორის კომპიუტერზე დაფუძნებული ხაზვის სისტემის (CAD) გამოყენებით • შექმნას და წარადგინოს პროექტი სწავლის შედეგები საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის ელექტროობის მიმართულებით • ჩაატაროს გაზომვითი სამუშაოები სხვადასხვა ტიპის ელექტროტექნიკურ მასალებზე • გაზომოს ელექტრული ფუნქციების მახასიათებელი სიდიდეები • შეასრულოს საზეინკლო სამუშაოები ნახაზის მიხედვით • განახორციელოს მაღალი ძაბვის ეგხ-ის მშენებლობა და გაუწიოს მას მომსახურება • დაამონტაჟოს ქვესადგურები და გაუწიოს მათ მომსახურება • მოიპოვოს და გამოიყენოს საინჟინრო ინფორმაცია საკომუნიკაციო ტექნოლოგიის (ICT) გამოყენებით • წაიკითხოს და დახაზოს საინჟინრო ნახაზები სხვადასხვა ტექნიკის, მათ შორის კომპიუტერზე დაფუძნებული ხაზვის სისტემის (CAD) გამოყენებით • დააპროექტოს პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერების სქემები და დაამონტაჟოს პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერების აპარატურა • გაუწიოს პირველადი სამედიცინო დახმარება დაზარალებულს სწავლის შედეგები მექატრონიკის მიმართულებით • მართოს სამრეწველო IT სისტემები • დააპროგრამოს პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერები • დაამზადოს დეტალები • გააანალიზოს, შეცვალოს/გააფართოვოს, მექატრონულ სისტემებში არსებული პროგრამები • მოახდინოს მექატრონული მოწყობილობების პროგრამების ტესტირება და ცვლილების დოკუმენტირება • მოახდინოს მექატრონული სისტემების აწყობის განსაზღვრა • დაამზადოს მექატრონული სისტემების ნაწილები • ააწყოს კვანძები, ქვეკვანძები, მოწყობილობები და მექატრონული სისტემები • დაამონტაჟოს ელექტრო მოწყობილობები • შეასრულოს დანადგარების ქვეკვანძების და მექატრონული სისტემების ტესტირება, გაშვება, დანადგარებისა და მექატრონული სისტემების მომხმარებლისთვის გადაცემა • გაიანგარიშოს მექატრონიკის მუშა პროცესი • შეადგინოს ტექნიკური დოკუმენტაცია • დაადგინოს მექატრონიკის ტექნიკურ სისტემებში უწესრიგობები და მათი გამომწვევი მიზეზები • შეასრულოს მანქანა დანადგარების ნაწილების დემონტაჟი შეკეთებისათვის, დეტალების შემოწმება დეფექტებზე, ძრავების დანადგარების და მექატრონული აღჭურვილობის დიაგნოსტიკური მომსახურება/რემონტი სწავლის შედეგები რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობის კონცენტრაციისთვის • ჩაატაროს რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობის სამუშაო გარემოს ორგანიზაციული და ტექნიკური ღონისძიებები • გაზომოს ელექტრომომარაგების მოწყობილობა - დანადგარების და დამცავი საშუალებების ელექტრული, მექანიკური და გეომეტრიული პარამეტრები • გაუწიოს რკინიგზის ელექტრომომარაგების მოწყობილობა - დანადგარებს ტექნიკური მომსახურება • ჩაატაროს რკინიგზის ელექტრომომარაგების მოწყობილობა - დანადგარების მიმდინარე რემონტი • ჩაატაროს რკინიგზის ელექტრომომარაგების მოწყობილობა - დანადგარების კაპიტალური რემონტი

დასაქმების შესაძლებლობები

ელექტროობის საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერ ორგანიზაციაში ელექტრულ დანადგარებისა და სხვა ელექტრულ აპარატურის მომსახურე პირად: ელექტრიკოსად; ელექტროტექნიკური სისტემების მემონტაჟედ; შენობის ელექტრიკოსად; მომმარაგებელ-ელექტრიკოსად; ელექტრო-მექანიკოსად; ელექტროგაყვანილობის და ფიტინგების მემონტაჟედ; განათების სისტემების მემონტაჟედ; ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის მემონტაჟედ; დამცავი სიგნალიზაციის მემონტაჟედ; ქუჩების განათების და ელექტრული სასიგნალო მოწყობილობების მემონტაჟედ; ასაფრენ-დასაფრენი ბილიკების განათების მემონტაჟედ; და მზის ენერგიის ელექტრული კოლექტორების მემონტაჟედ ელექტროობის საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერ ორგანიზაციაში, რომელიც ფლობს ან ოპერირებას უწევს ქვესადგურებს და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს, მას შეუძლია აწარმოოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემების ექსპლოატაცია წარმოების ადგილიდან გამანაწილებელ სისტემამდე, აწარმოოს იმ გამანაწილებელი (ელექტრული ხაზების, ბოძების, მრიცხველების და კაბელებისაგან შემდგარი) სისტემების ექსპლოატაცია, რომლებიც აწვდიან წარმოების ადგილიდან ან გადაცემის სისტემიდან მიღებულ ელექტროენერგიას საბოლოო მომხმარებელს. დასაქმების პოზიციები შესაძლებელია იყოს: მონტიორი; მონტიორის თანაშემწე და ელექტროენერგიის გადამცემი სისტემების სპეციალისტი. მექატრონიკის უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს მექატრონიკის ტექნიკოსად ყველა დარგში და ინდუსტრიაში, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე მექატრონული სისტემებით მექატრონული მანქანების და აღჭურვილობის მართვის, დაგეგმვის, ინსტალაციის, პროგრამირების, ტესტირების, ექსპლუატაციაში გაშვების, მიმდინარე მომსახურებისა და შეცდომების აღმოჩენის სამუშაოების შემსრულებლად. ,,რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობის“ არჩევითი მიმართულების/კონცენტრაციის გავლის შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობაში და სხვა ნებისმიერ ორგანიზაციაში, რომელიც აღჭურვილია ელექტრული დანადგარებით, მოწყობილობით და ელექტროგადამცემი ხაზებით.

პროგრამის მოდულები

56 მოდულის ჩანაწერი

მოდულები და კრედიტები ამოღებულია ოფიციალური ჩარჩო დოკუმენტიდან. სხვადასხვა კვალიფიკაციისთვის მოდულები შეიძლება განმეორდეს.

საერთო პროფესიული მოდულები - საბაზო, საშუალო და უმაღლესი (4)
მოდულის დასახელებაკრედიტები
გაცნობითი პრაქტიკა ელექტროობაში 2
საინჟინრო ხაზვა 4
ელექტრული და ელექტრონული პრინციპები 4
კომუნიკაცია ელექტროობის სფეროში 4
საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის ზოგადი მოდულები (4)
მოდულის დასახელებაკრედიტები
უცხოური ენა 4
მეწარმეობა 1 2
ინფორმაციული წიგნიერება 1 3
პიროვნული და ინტერპერსონალური უნარები 1
პროფესიული მოდულები - საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია - ელექტროობაში (10)
მოდულის დასახელებაკრედიტები
ჯანმრთელობა და უსაფრთოება ელექტროობაში 4
ელექტრული ტექნოლოგია 4
ელექტრული მანქანების თვისებები და გამოყენება 4
ელექტრული მონტაჟი 4
მათემატიკა ელექტრიკოსებისთვის 4
საინჟინრო პროექტი 8
უცხოური ენა 5
მეწარმეობა 2 * 2
ინფორმაციული წიგნიერება 1 3
პიროვნული და ინტერპერსონალური უნარები * 1
პროფესიული მოდულები - საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია - ელექტროობაში (9)
მოდულის დასახელებაკრედიტები
უსაფრთხოება მაღალი ძაბვის ელექტროობაში 3
ელექტროტექნიკური მასალები 3
ელექტრული ფუნქციები და ანალიზი 2
საზეინკლო ოპერაციების შესრულება 2
პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერების პროგრამირება 10
მაღალი ძაბვის ეგხ-ს მშენებლობისა და მომსახურების თეორიული საფუძვლები 3
მაღალი ძაბვის ეგხ-ს მშენებლობა და მომსახურება 8
ქვესადგურების მონტაჟის, დიაგნოსტიკისა და მომსახურების თეორიული საფუძვლები 4
ქვესადგურების მონტაჟი, დიაგნოსტიკა და მომსახურება 10
უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის ზოგადი მოდულები (4)
მოდულის დასახელებაკრედიტები
უცხოური ენა 5
მეწარმეობა 2 2
ინფორმაციული წიგნიერება 1 3
პიროვნული და ინტერპერსონალური უნარები 1
პროფესიული მოდულები - მექატრონიკაში (15)
მოდულის დასახელებაკრედიტები
შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვა ელექტროტექნიკური სამუშაოებისას 3
მათემატიკა ელექტრიკოსებისთვის 4
ელექტრომზომი ხელსაწყოების გამოყენება 2
მასალათმცოდნეობის საფუძვლები ელექტროობაში 3
ჩარხებზე დეტალების დამზადების ტექნოლოგიის საფუძვლები 9
ჰიდრავლიკის და პნევმატიკის საფუძვლები 3
სენსორები და ტექნიკური გაზომვები 2
სამრეწველო IT სისტემების მართვა 3
პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერების პროგრამირება 10
მექატრონული სისტემების პროგრამების მართვა 7
მექატრონული სისტემების აწყობა 14
მექატრონული სისტემების გაწყობა 6
მექატრონიკის ტექნიკოსის სამუშაო პროცესის ორგანიზება 3
მექატრონული სისტემების მომსახურება/რემონტი 13
მექატრონიკის ტექნიკოსის პრაქტიკული პროექტი 13
კონცენტრაციის მოდულები (10)
მოდულის დასახელებაკრედიტები
გაცნობითი პრაქტიკა რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობაში 2
საზეინკლო ოპერაციების შესრულება 2
მათემატიკა ელექტრიკოსებისთვის 4
მეტროლოგიის საფუძვლები 3
მასალათმცოდნეობის საფუძვლები რკინიგზის ელექტრომომარაგებაში 3
რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობაში სამუშაო გარემოს ორგანიზაციული და ტექნიკური ღონის ძი ებების გატარება 6
რკინიგზის ელექტრომომარაგების მოწყობილობა - დანადგარების ტექნიკური მომსახურება 12
რკინიგზის ელექტრომომარაგების მოწყობილობა - დანადგარების მიმდინარე რემონტი 10
რკინიგზის ელექტრომომარაგების მოწყობილობა - დანადგარების კაპი ტალური რემონტი 10
რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობის პრაქტიკული პროექტი 6

შესაბამისი მოდული ვერ მოიძებნა. სცადე სხვა საძიებო სიტყვა.

დოკუმენტები და ფაილები

3 ფაილი

სად შეიძლება ვისწავლო?