შინაარსზე გადასვლა
კოლეჯები საქართველოში
colleges.ge
კოლეჯები / ქუთაისი
კოლეჯი „იბერია“

კოლეჯი „იბერია“

სახელმწიფო EQE-ის რეესტრში იმერეთი

კოლეჯის შესახებ

სსიპ კოლეჯი იბერია არის იმერეთის რეგიონში მოქმედი მრავალპროფილური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება. კოლეჯის მისიას წარმოადგენს ქართულ და საერთაშორისო შრომით ბაზრებისთვის მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი, გაცნობიერებული და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარის მქონე სამუშაო ძალის მომზადება.

სსიპ-კოლეჯი იბერია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული მრავალპროფილიანი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ამზადებს სპეციალისტებს ხელოვნებისა და ჰუმანიტარული, ბიზნესის, მომსახურებისა და ინჟინერია-მშენებლობის მიმართულებებით.

2022 წლის 25 აგვისტოს N944008 გადაწყვეტილებით სსიპ-კოლეჯ იბერიას 6 წლის ვადით მიენიჭა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის სტატუსი. კოლეჯი იყენებს 6 სრულად რეაბილიტირებულ შენობას, 17 სასწავლო ლაბორატორიასა და 70 სტუდენტზე გათვლილ საერთო საცხოვრებელს. ყველა შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

სსიპ - კოლეჯი „იბერია“

პროგრამები (6)

ყველა პროგრამა

მოდის ტექნოლოგია და დიზაინი

IT და ციფრული ტექნოლოგიები

ხის მხატვრული დამუშავება

ხელოვნება და დიზაინი

ვებტექნოლოგიები

IT და ციფრული ტექნოლოგიები

გრაფიკული დიზაინი

ხელოვნება და დიზაინი

ელექტროობა

ინჟინერია · 07313-პ

ნაჩვენებია მხოლოდ ოფიციალურ პროგრამასთან დადასტურებული შესაბამისობები. მიღების პირობები გადაამოწმე კოლეჯთან.

როგორ ჩავაბარო?

მოქმედი პროგრამები და მიღების ვადები გადაამოწმე კოლეჯის ვებგვერდზე. პროფესიულ განათლებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიე ოფიციალურ პორტალს.

რეგისტრაციის პორტალი