შინაარსზე გადასვლა
კოლეჯები საქართველოში
colleges.ge
კოლეჯები / თბილისი
მრავალპროფილიანი საზოგადოებრივი კოლეჯი იმედი

მრავალპროფილიანი საზოგადოებრივი კოლეჯი იმედი

კერძო EQE-ის რეესტრში თბილისი

კოლეჯის შესახებ

შპს მრავალპროფილიანი საზოგადოებრივი კოლეჯი იმედი 2004 წელს დაარსდა. ამ ხნის განმავლობაში ჩვენი კოლეჯი დაამთავრა ათასზე მეტმა სტუდენტმა, რომლებიც დღეს წარმატებული ადამიანები არიან.

კოლეჯი თავდაპირველად ფუნქციონირებდა როგორც ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულება. 2013 წელს საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსი მიენიჭა. დღეს კოლეჯი წარმოადგენს ავტორიზებულ სასწავლებელს, რომელიც გასცემს სახელმწიფო დიპლომს.

კოლეჯის მისიაა: თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების, სახელმწიფოს პრიორიტეტების შესაბამისი კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება; მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლების შესაძლებლობის ხელშეწყობა; პროფესიულ სტუდენტზე/მსმენელზე/თანამშრომლებზე ორიენტირებული თანამედროვე სასწავლო და სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა; კოლეჯსა და რეალურ ბიზნესს შორის მყარი, ურთიერთეფექტური თანამშრომლობის მექანიზმების განვითარება; შეთავაზებული მრავალპროფილიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების საზოგადოების მოთხოვნებთან და შრომის ბაზართან ჰარმონიზაცია.

კოლეჯის ხედვაა, კოლეჯსა და ბიზნესს შორის მყარი, ურთიერთეფექტური პარტნიორობით 2027 წლისთვის იყოს ერთ-ერთი წარმატებული მრავალპროფილიანი კოლეჯი, რომელიც რეალურ ხარისხზეა ორიენტირებული. უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციების განვითარება, სწავლის პერიოდშივე პროფესიული სტუდენტების/მსმენელების რეალურ სამუშაო პროცესებში ჩართვა, ინოვაციების, გამოცდილებისა და რესურსების ურთიერთგაზიარება.

კოლეჯის საქმიანობის პრინციპები და წესები უზრუნველყოფს სამართლიანი, ჰუმანური, თანასწორი, კონკურენტუნარიანი, ხელმისაწვდომი, პროფესიულ სტუდენტზე/მსმენელზე/თანამშრომელზე ორიენტირებული საგანმანათლებლო და სამუშაო გარემოს არსებობას, სადაც ყველას აქვს არჩევანის, ხარისხიანი პროფესიული განათლების მიღების და თვითგამოხატვის თავისუფლება.

შპს მრავალპროფილიანი საზოგადოებრივი კოლეჯი იმედი

პროგრამები (1)

ყველა პროგრამა

ფარმაცია (სააფთიაქო)

ჯანდაცვა · 09110-პ

ნაჩვენებია მხოლოდ ოფიციალურ პროგრამასთან დადასტურებული შესაბამისობები. მიღების პირობები გადაამოწმე კოლეჯთან.

როგორ ჩავაბარო?

მოქმედი პროგრამები და მიღების ვადები გადაამოწმე კოლეჯის ვებგვერდზე. პროფესიულ განათლებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიე ოფიციალურ პორტალს.

რეგისტრაციის პორტალი