შინაარსზე გადასვლა
კოლეჯები საქართველოში
colleges.ge
EQE · ჩარჩო დოკუმენტიჯანდაცვა

ფარმაცია (სააფთიაქო)

სარეგისტრაციო კოდი: 09110-პ

ISCED: 0916

მოქმედი რედაქცია გადასამოწმებელია

აქ წარმოდგენილია წყაროში მითითებული თარიღის დოკუმენტი. მისი მიმდინარე სტატუსი და შემდგომი ცვლილებები გადაამოწმე EQE-სთან.

პროგრამის შესახებ

ჩარჩო დოკუმენტის მიზანია, შემუშავებულ იქნას ისეთი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ჯანდაცვის სფეროსთვის უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან კადრის აღზრდას, კერძოდ, პროფესიული კადრების მომზადებას, რომლებიც შეძლებენ ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული პროდუქციის მიღების–განთავსების, აღწერის, პარაფარმაცევტული პროდუქციის შერჩევა-მიწოდების პროცესში მონაწილეობას, ნაშთების პერიოდულ კონტროლს, მცირე შეფუთვებად მზა წამლის ფორმის დაფასოებას, რეცეპტის მიხედვით წამლის მომზადებას და ურეცეპტოდ გასაცემი ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაციას;

მისანიჭებელი კვალიფიკაციები

უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ფარმაციაში

დონე
5

დაშვების წინაპირობები

სრული ზოგადი განათლება.

სწავლის შედეგები

კურსდამთავრებულს შეუძლია: • შეამოწმოს პროდუქცია ვიზუალურად • დაადგინოს თანხმლებ დოკუმენტაციასთან იგივეობა • შეამოწმოს სასაქონლო ნიშნები და რაოდენობა • განათავსოს პროდუქცია სათანადო ადგილზე • ჩაატაროს სააფთიაქო ნაშთის პერიოდული კონტროლი • განახორციელოს ორიგინალური შეფუთვის მცირე შეფუთვებად დაფასოება–მარკირება • მომზადება რეცეპტის მიხედვით სითხოვანი, მყარი და რბილი წამლის ფორმები • გათვალისწინოს მომხმარებელთან ურთიერთობისას ფარმაცევტული ეთიკის და დეონტოლოგიის პრინციპები • განახორციელოს მომხმარებლისათვის სასურველი პროდუქციის შერჩევა-მიწოდება, კონსულტაციის გაწევა პარაფარმაცევტული პროდუქციის მიღების, გამოყენების და შენახვის პირობების შესახებ • განახორციელოს ურეცეპტოდ გასაცემი ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაცია • განახორციელოს ანგარიშის მომზადება–ჩაბარება პროდუქციის მიღების, ნაშთის პერიოდული შემოწმების, ექსტემპორალური წამლის ფორმების მომზადების, მცირე შეფუთვებად წამლის ფორმების დაფასოების შესახებ • დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, გარემოსა და უსაფრთხოების წესები

დასაქმების შესაძლებლობები

ფარმაციაში კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ფარმაცევტის/ფარმაცევტის თანაშემწის პოზიციაზე აფთიაქებში (ავტორიზებულ აფთიაქში, სპეციალიზებულ და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტში), საბითუმო რეალიზაციის ობიექტზე, სამედიცინო და ფარმაცევტული ტექნიკის მაღაზიებში.

პროგრამის მოდულები

30 მოდულის ჩანაწერი

მოდულები და კრედიტები ამოღებულია ოფიციალური ჩარჩო დოკუმენტიდან. სხვადასხვა კვალიფიკაციისთვის მოდულები შეიძლება განმეორდეს.

ზოგადი მოდულები (3)
მოდულის დასახელებაკრედიტები
მეწარმეობა 3 3
უცხოური ენა 5
ინფორმაციული წიგნიერება 2 3
პროფესიული მოდულები (27)
მოდულის დასახელებაკრედიტები
სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, გარემოსა და უსაფრთხოების წესების დაცვა ფარმაცევტულ დაწესებულებაში 3
სამედიცინო და ფარმაცევტული ტერმინოლოგია 3
სითხოვანი წამლის ფორმების მომზადება 5
მყარი და რბილი წამლის ფორმების მომზადება 5
მცირე შეფუთვებად მზა წამლების ფორმების დაფასოება- შეფუთვა, მარკირება 2
პროდუქციის მიღება - განთავსება, ნაშთის პერიოდული კონტროლი და ანგარიშგება 4
მომხმარებელთან ურთიერთობა ფარმაცევტულ დაწესებულებებში 2
მომხმარებლისთვის ბავშვთა კვების, მოვლისა და ჰიგიენის საგნების/საშუალებების შერჩევა 3
მომხმარებლისთვის მცენარეული, ცხოველური და მინერალური წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური დანამატების შერჩევა 3
მომხმარებლისთვის სამკურნალო და დეკორატიული კოსმეტიკის შერჩევა 2
მომხმარებლისთვის ავადმყოფის მოვლის და ჰიგიენის საგნების/საშუალებების შერჩევა 2
ფარმაცევტული საქმიანობის ორგანიზაციის საფუძვლები 4
მორფოლოგიის და მემკვიდრეობის საბაზისო საკითხები 6
ანატომია-ფიზიოლოგიის საბაზისო პრინციპები 5
ბიოქიმია 4
მიკრობიოლოგიის საფუძვლები 4
ფარმაკოლოგია 7
ნივთიერებათა კლასიფიკაცია და მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები 8
ანალიზური ქიმიის საფუძვლები 4
სამკურნალო საშუალებების ფარმაცევტული ანალიზი 1 4
სამკურნალო საშუალებების ფარმაცევტული ანალიზი 2 6
ტოქსიური ნივთიერებების ბიოლოგიური მასალიდან იზოლირება და აღმოჩენა 5
ბოტანიკა 4
სამკურნალო მცენარეული და ცხოველური ნედლეული 7
სამედიცინო ფიზიკის საფუძვლები 4
პირველადი გადაუდებელი დახმარება 3
მზა წამალთფორმების კლასიფიკაცია და შენახვის პირობები 3

შესაბამისი მოდული ვერ მოიძებნა. სცადე სხვა საძიებო სიტყვა.

დოკუმენტები და ფაილები

3 ფაილი

სად შეიძლება ვისწავლო?