შინაარსზე გადასვლა
კოლეჯები საქართველოში
colleges.ge
კოლეჯი "ფაზისი"

კოლეჯი "ფაზისი"

სახელმწიფო EQE-ის რეესტრში სამეგრელო-ზემო სვანეთი

კოლეჯის შესახებ

სსიპ კოლეჯი “ფაზისი” თავისი არსებობის მრავალ ათეულ წელს ითვლის. იგი დაარსდა 1957 წელს. წლების განმავლობაში ეს სასწავლო კერა ახორციელებდა მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას ქალაქის შრომის ბაზრის მოთხოვნათა საფუძველზე. კოლეჯის ბაზაზე მიმდინარეობდა მუშა-მოსამსახურეთა მომზადება-გადამზადება სხვადასხვა სპეციალობებში. კოლეჯმა თავისი არსებობის მანძილზე რამდენჯერმე მცირედ იცვალა მიმართულება, მაგრამ ძირითადი პროფილი უცვლელი დარჩა.

2011 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელდა კოლეჯის სრული რეაბილიტაცია. კოლეჯი განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ აგრეთვე სრულად აღიჭურვა ინვენტარითა და თანამედროვე ელექტრო და კომპიუტერული ტექნიკით. სსიპ კოლეჯის “ფაზისი” სასწავლო და საწარმოო გარემოს შექმნას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი გაეროს განვითარების პროგრამამ, რომლის თანადგომით კოლეჯში შეიქმნა მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. კოლეჯის მატერიალური ბაზის შევსებას ხელი შეუწყვეს აგრეთვე სხვა დონორმა ორგანიზაციებმაც – მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭომ და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს პროფესიული განათლების პროექტის პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარების საგრანტო პროექტმა – “ინოვაციები მეთევზეობის ინდუსტრიაში”.

ქალაქი ფოთი, თავისი განვითარების გზაზე აუცილებლად მოითხოვს კვალიფიცირებულ მუშა-ხელს და ჩვენი კოლეჯის მიზანიც მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაა. ჩვენი რეგიონისათვის პრიორიტეტია ფოთის პორტის განვითარება, ამ მხრივ კოლეჯი აქტიურად არის ჩართული ამ დარგის სპეციალისტების მომზადებაში. ქალაქის შრომის ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით კოლეჯი ამზადებს აგრეთვე სპეციალისტებს სამშენებლო სფეროში. კოლეჯი თანამშრომლობს ქალაქის მრავალ ორგანიზაციასთან და ეს ორგანიზაციები წარმოადგენენ ბაზას საწარმოო პრაქტიკის გასავლელად ჩვენი სტუდენტებისათვის. კოლეჯში სწავლობენ, როგორც ადგილობრივი, ასევე მიმდებარე რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები, ასევე, ჩვენი კარი ღიაა მზრუნველობა მოკლებული, განსხვავებული უნარის მქონე, დევნილი და სოციალურად დაუცველი ფენებისათვის. კოლეჯი სრულად ადაპტირებულია სსმ და შშმ პირებისათვის.

კოლეჯისთვის უმნიშვნელოვანესია შემდგომი განვითარება და ხარისხისა და მიმზიდველობის ზრდასთან ერთად, გეოგრაფიული არეალის გაფართოებაც და რადგანაც სამეგრელოს მხარეში, ეკონომიკური საქმიანობის თვალსაზრისით, ყველაზე აქტიური სწორედ ხობის მუნიციპალიტეტია და განვითარების კარგი პერსპექტივები აქვს განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის მიმართულებას, გაჩნდა ინიციატივა, ხობის მუნიციპალიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები შეიძლება განხორციელებულ იქნეს ჩვენს მიერ და გაიზარდოს დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობები. ამ მიზნით, უვადო სარგებლობის უფლებით კოლეჯს გადმოეცა ხობში სოფელ ნოჯიხევში მდებარე შენობა-ნაგებობა მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთით (ყოფილი პროფესიული სწავლების ცენტრი) მიმდინარე ეტაპზე ზემო აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია ნაწილობრივ დასრულდა.

კოლეჯს, რეგიონის განვითარების პერსპექტივების გათვალისწინებით განსაზღვრული აქვს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამატება სხვადასხვა მიმართულებით. კოლეჯის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. კოლეჯი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებით, “პროფესიული განათლების შესახებ” და “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონებით, ასევე სხვა ნორმატიული აქტებითა და კოლეჯის წესდებით.

კოლეჯი არის ISO ხარისხის მენეჯმენტის სისტემის 9001:2015 სერტიფიკატის მფლობელი.

პროფესიული განათლების სხვადასხვა მიმართულებით, ზრდასრული მოსახლეობის უნარების განახლების, განვითარებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, კოლეჯი ,,ფაზისი’’ ახორციელებს პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამებს. პროფესიული მომზადების პროგრამა პირს ამზადებს პროფესიასთან დაკავშირებული ცალკეული ამოცანებისა და მოვალეობების შესასრულებლად. პროფესიული გადამზადების პროგრამა, რომლის მიზანია კომპეტენციების შეძენა ან/და განვითარება იმავე სფეროში პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად. პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგები შეიძლება შეესაბამებოდეს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-2/მე-3/მე-4/მე-5 დონეს.

კოლეჯი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით.

სსიპ კოლეჯი "ფაზისი"

პროგრამები (10)

ყველა პროგრამა

ხის მხატვრული დამუშავება

ხელოვნება და დიზაინი

შედუღება

ინჟინერია

სარესტორნო მომსახურება

ტურიზმი და მასპინძლობა

სასტუმრო მომსახურება

ტურიზმი და მასპინძლობა

კომპიუტერული ქსელი და სისტემები

IT და ციფრული ტექნოლოგიები

ელექტროობა

ინჟინერია · 07313-პ

თმის მომსახურება

ხელოვნება და დიზაინი

მებაღეობა

სოფლის მეურნეობა

საოფისე საქმე

ბიზნესი და ფინანსები

ნაჩვენებია მხოლოდ ოფიციალურ პროგრამასთან დადასტურებული შესაბამისობები. მიღების პირობები გადაამოწმე კოლეჯთან.

როგორ ჩავაბარო?

მოქმედი პროგრამები და მიღების ვადები გადაამოწმე კოლეჯის ვებგვერდზე. პროფესიულ განათლებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიე ოფიციალურ პორტალს.

რეგისტრაციის პორტალი